აბასთუმნის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისათვის ახალი ტექნოლოგიური და ინოვაციური სამეცნიერო ციფრული მუზეუმის მოწყობა იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რეაბილიტირებული შენობის პირველ სართულზე და ობსერვატორიის ეზოში მუზეუმის მოწყობა იგეგმება. ასევე, იგეგმება 8 სივრცეში სხვადასხვა სახის ასტრონომიული ექსპოზიციების მოწყობა, როგორც სტატიური, ისე ვიდეო და ანიმაციური.
ასევე იგეგმება პლანეტარიუმის მოწყობა, სადაც განთავსდება ციფრული ეკრანები და მოწყობა ფილმების ჩვენებები.
ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად დაინტერესებულმა პირმა უნდა მოამზადოს საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზემოთ აღნიშნული სამუშაოებისთვის თანხა მსოფლიო ბანკიდან გამოიყოფა.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ჩვენ მუნიციპალური განვითარების ფონდთან და აბასთუმნის ობსერვატორიის მენეჯმენტთან დაკავშირება ვცადეთ თუმცა ისი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.