რატომ ვერ იცვლება ვალეში სტალინის ქუჩის დასახელება, მოქალაქეთა ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად? (სიუჟეტი)

January 28, 2021

ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889

  • რატომ ვერ იცვლება ვალეში სტალინის ქუჩის დასახელება, მოქალაქეთა ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად? 
  • “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სახელწოდების შეცვლის მიზნით ხელმოწერებს აგროვებს
  • ნახეთ, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარის, ირაკლი ხვადაგიანის შეფასება
  • გაიგეთ ადგილობრივი თვითმმართველი უწყებების პოზიცია სტალინის სახელობის ქუჩასთან დაკავშირებით

სტალინის სახელობის ქუჩას ახალციხეში ქალაქ ვალეს ერთ-ერთი ცენტრალურ უბანში შეხვდებით. ქალაქში მცხოვრებლების ნაწილი ქუჩისთვის სახელდების შეცვლას წლებია მოითხოვს და ამ მიზნით ხელმოწერებს აგროვებს, ნაწილი კი საბჭოთა სისტემის ლიდერის სახელში პრობლემას ვერ ხედავს და აქცენტს სხვა მიმართულებით აკეთებს.

ჯაბა ნათენაძე ერთ-ერთია იმათგან, რომელიც სტალინის ქუჩის სახელის შეცვლას ითხოვს. ფიქრობს, რომ პროცედურას ისიც ართულებს, რომ მოსახლეობა საბუთებში ცვლილებების შეტანას თავს არიდებს.

«სახელის გადარქმევით პრობლემები არ მოგვარდება» — ასე პასუხობს  ვალეში მცხოვრები გულნარა ხითარიშვილი ჩვენ შეკითხვას რატომ სურს სტალინის ქუჩისთვის სახელის შენარჩუნება. არსებობს სხვა არგუმენტებიც.  

«საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო» მოქალაქეთა ნაწილის მოთხოვნის კვალდაკვალ,  ქუჩისათვის სახელის გადარქმევის მიზნით ხელმოწერებს აგროვებს. რეგიონული კოორდინატორი თამუნა უჩიძე ამბობს, რომ ინიციატივას ახალციხის საკრებულოში წარადგენენ.

აპირებს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობა სტალინის ქუჩისთვის სახელის შეცვლას და რამდენად ცნობილია მათთვის მოსახლეობის აზრი, კითხვებით ახალციხის საკრებულოს და მერიას მივმართეთ. მერიის პასუხი ასეთია: “ამ დრომდე,  მერიისთვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არავის არ მოუმართავს,  თუ იქნება მომართვა შესაბამისი უწყება იმსჯელებს.”

საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე გვეუბნება , რომ რამდენიმე წლის წინ ქუჩის სახელის შეცვლას რადიკალურად თავად ადგილობრივები ეწინააღმდგებოდნენ.

რა განაპირობებს საზოგადოებაში სტალინის ფიგურისადმი დღემდე არსებულ განწყობებს და რატომ ვხვდებით საქართველოში დღემდე სტალინის სახელობის ქუჩებს ანალიზისთვის ჩვენ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარს, ირაკლი ხვადაგიანს დავუკავშირდით. იგი ამბობს, რომ მიზეზი არაკომპლექსურ სახელმწიფო პოლიტიკაშია.

საქართველოში სტალინის დასახელების ქუჩებს არამხოლოდ ვალეში ვხვდებით.

ჩვენს ქვეყანაში  2011 წელს ამოქმედდა კანონი, “თავისუფლების ქარტია”, რომელიც კრძალავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის დასახელებებს. კანონი ეხება ქუჩების დასახელებებსაც.