ბუღალტერიის პროფესიული სასწავლო პროგრამა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

April 23, 2020

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტში ბუღალტერიის პროფესიული სასწავლო პროგრამა ამოქმედდა. გადაწყვეტილება დღეს, 23 აპრილს პროფესიული განათლების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ TOK TV-ს უნივერსიტეტის რექტორმა, მაკა ბერიძემ უთხრა.

„მოვიპოვეთ უფლება დაგვემატებინა ახალი პროფესიული ფაკულტეტი, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა. ასევე, საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავიმატოთ სხვადასხვა პროფესიული პროგრამა,“– გვითხრა რექტორმა.

ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაზე სწავლას 15 სტუდენტი ახალი სასწავლო წლიდან შეძლებს. პროფესიულ ფაკულტეტზე სწავლა ორ წლამდე გაგრძელდება და ის უფასოა.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ორი სამედიცინო მიმართულების პროფესიული პროგრამა ფუნქციონირებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 20 თებერვალს საგანმანათლებლო დაწესებულებამ უმაღლესი განათლების პროგრამების განხორციელების უფლებაც მოიპოვა.

ავტორი: მიშო დარბაიძე

Leave a Reply