ახალციხეში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის რეაბილიტაციის ტენდერი არ შედგა

November 29, 2021

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე 11 თვის წინ აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის რეაბლიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, როგორც მერიაში განმარტავენ მასში მონაწილეობა არავინ მიიღო და ტენდერს ხელმეორედ გამოაცხადებენ, უცვლელი პირობებიით.

დაზიანებული კორპუსის გამაგრება-გაძლიერების, წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ახალციხის მერიას ტენდერი 115 218 ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.

პრეტედნეტის არყოლა არაერთხელ გამხდარა ახალციხეში მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერების ჩაშლის მიზეზი. თუ სატენდერო მოთხოვნები არ იცვლება, რამდენად აქვთ მოლოდინი მერიაში რომ იგივე პირობით ხელახლა გამოცხადებული ტენდერი მორიგ ჯერზე განსხვავებული შედეგით დასრულდება? კითხვა სატენდერო კომისიის წარმომადგენელს დავუსვით, თუმცა მან გვითხრა რომ არასამუშაო საათებია და ტელეფონი გაგვითიშა.

შეგახსენებთ, რომ საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება გასული წლის 24 დეკემბერს მოხდა, მას შემდეგ მაცხოვრებლები სახლებში შესვლას ვერ ახერხებენ.