ახალციხეში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, კენჭის ყრის დღეს დამკვირვებლების გაერთიანებას გეგმავენ

September 17, 2021

ახალციხეში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, კენჭის ყრის დღეს დამკვირვებლების გაერთიანებას გეგმავენ, რადგან მათივე თქმით, არსებული რესურსებით ვერ ახერხებენ ყველა საარჩევნო უბანზე დამოუკიდებელი დამკვირვებლების განთავსებას. ამ ხერხით ოპოზიციური პარტიები შეეცდებიან არჩევნები არ გაყალბდეს.

სწორედ ამ მიზნით, დღეს თავისუფალი აქართველოს, ლელოს, ლეიბორისტების და საქართველოსთვის წარმომადგენლებმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს.