მმართველმა პარტიამ ახალციხეში მერობის კანდიდატად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ლაზარაშვილი დაასახელა, – ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მოქმედი მერი, ზაზა მელიქიძე გვიდასტურებს.
როგორ აფასებს პარტიის გადაწყვეტილებას მელიქიძე? გვპასუხობს, რომ ლაზარაშვილი ღირსეული კანდიდატია. რაც შეეხება მის გეგმებს, მელიქიძეს თქმით, პარტიაში რჩება. კონკრეტულად რა პოზიციაზე არ ასახელებს.
კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა მისი კანდიდატურა მერობისთვის? მელიქიძე არ გვპასუხობს და ამბობს, რომ ეს “პირადია.”
“ღირსეული კანდიდატია და წარმატებებს ვუსურვებ. ვიცი, რომ გაინტერესებთ და გეტყვით, რომ პარტიაში ვრჩები. რა პოზიციაზე ეს პირადია და ამჯერად არ ვისაუბრებ,”– გვეუბნება მელიქიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს მერობის კანდიდატები დაასახელეს ასპინძაში და ბორჯომში. ხოლო გუშინ ახალქალაქში.
რა ქონებას ფლობენ «ოცნების» მერობის კანდიდატები სამცხე-ჯავახეთში