როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინიტრ, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და როგორ შეიძლება აისახოს იგი სახელმწიფო რწმუნებულების პოსტებზე, – ჩვენი რედაქცია უკვე მეორე დღეა ამაოდ ცდილობს, “სამცხე-ჯავახეთის” და “ქვემო ქართლის” სახელმწიფო რწმუნებულებს ეს კითხვა დაუსვას.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი ჩვენს ზარებს არ პასუხობს, საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ პრეს-სამსახურში. ხოლო, ქვემო ქართლის რწმუნებულის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ გიორგი დოხტურიშვილი საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.
დოხტურიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორად 2021 წლის პირველ დეკემბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა, რომელიც იქამდე ამავე რეგიონის გუბერნატორის მოადგილე იყო. მან, თანამდებობაზე შოთა რეხვიაშვილი შეცვალა.
დოხტურიშვილი 4 წელია რაც გუბერნატორის პოსტს იკავებს.
ბესიკ ამირანაშვილი კი, 2018 წელის 20 აგვისტოს დანიშნეს, მაშინ პრემიერ-მინისტრობის პოსტს, მამუკა ბახტაძე იკავებდა. იგი 7 წელია, რაც ამ თანამდებობაზეა.
განიხილება თუ არა სახელმწიფო რწმუნებულების ცვლილება? – კითხვით პრემიერ მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ საკითხს მოიკითხავენ – პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
აქვე გეტყვით, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა უკვე მეორედ, 29 იანვარს დატოვა. როგორც მან განაცხადა, მისი კანდიდატურა განიხილება პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე.
ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი ორჯერ იყო, თავდაპირველად იგი, 2013 წელს დაინიშნა. მან ამ პოსტზე, ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა. მეორედ პრემიერ-მინისტრი, 2021 წელს, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ გახდა.
ამ დროისთვის, TV იმედის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრობაზე, ირაკლი კობახიძე განიხილება.
აქვე გეტყვით, რომ სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის დებულების მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გუბერნატორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა. ხოლო მესამე პუნქტის თანახმად შერჩეულ კანდიდატს პრემიერ მინისტრი წარადგენს მთავრობასთან.