აჭარის გარდა, 19 ოქტომბრიდან სტუდენტები აუდიტორიებში დაბრუნდებიან – მთავრობა

September 28, 2020

აჭარის რეგიონის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტები 19 ოქტომბერს სწავლას​ აუდიტორიებში გააგრძელებენ. გადაწყვეტილების შესახებ საკოორდინაციო სხდომის შემდეგ განათლების მინისტრმა ისაუბრა. მისივე თქმით, 19 ოქტომბერს სწავლას აუდიტორიებში განაახლებენ პროფესიული სასწავლებლებიც.

„19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, ყველგან სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში. შესაბამისად, უნივერსტიტეტები და პროფესიული სასწავლებლები აუდიტორიებში განაახლებენ თავიანთ ფუნქციონირებას. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საზოგადოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩვენ, ჩვენს ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განაახლონ მეცადინეობები”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო გამო, საქართველოში მარტიდან დახურული საბავშვო ბაღები მუშაობას 12 ოქტომბრიდან განაახლებენ ყველგან გარდა, აჭარის რეგიონისა. განათლების მინისტრის თქმით, აჭარაში საბავშვო ბაღები ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებამდე დახურული იქნება.

Leave a Reply