ახალციხე რამდენიმე კვირის წინ დამტკიცებულ 2020 წლის ბიუჯეტში უკვე ცვლილებების შეტანას გეგმავს

January 28, 2020

ახალციხის საკრებულოში, მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის საფუძველზე მიმდინარე წლის პირველი, რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონებას ეხებოდა.

მოწონებულ პროექტებში მოხვდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გარე განათების მოწყობა, რომელიც გულისხმობს რაბათში, მარდასა და აბიში გარე განათების ბოძების დამონტაჟებას,რომლის სავარაუდო თანხა 700 000 ლარს შეაგენს. თუმცა პროექტი დამტკიცდება თუ არა უცნობია. ასევე მოწონებულ პროექტებს შორისაა ქუჩების და სკვერების კეთილმოწყობა, მუსიკალური სკოლის და კულტურის სახლის რეაბილიტაცია. ზოგიერთ პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. პროექტების სავარაუდო ღირებულება 10 528 745 ლარია.

Leave a Reply