დღეს ახალქალქში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი პოლიციაში იმყოფებოდა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რითი დაინტერესდა გამოძიება და რა კონკრეტული შეკითხვები დაუსვეს დეპუტატს. მკოიანმა განყოფილება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
![](https://toktv.ge/wp-content/uploads/2020/03/90796575_3028899040501538_6234864269662355456_n.jpg)
ადგილზე იმყოფებოდა ჩვენი გადამღები ჯგუფი, თუმცა მაჟორიტარი დეპუტატი მანქანაში ისე ჩაჯდა, რომ შეკითხვებისთვის პასუხი არ გაუცია.
შეგახსენებთ, დღეს ახალქალაქში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 126-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.