კიბეები, რომლის საშუალებითაც, ახალციხეში, მეორე საჯარო სკოლასთან მოხვდებით მოაწესრიგეს

28/06/2023
148
Views

ახალციხეში, კიბეები, რომელიც მეორე საჯარო სკოლასთან მისასვლელად გამოიყენება და რომელიც ასპინძის ქუჩას ცენტრალურ გზასთან აკავშირებს მოაწესრიგეს.

დაზიანებაზე ჟურნალისტური მასალა ჩვენ მას შემდეგ მოვამზადეთ, რაც ჩვენმა მაყურებელმა მოგვმართა.

ახალციხის მერიაში გვითხრეს, რომ კიბეების ჩამოშლა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ააიპ სერვის ჯგუფისთვის, სადაც 170-მდე პირი მუშაობს, 2 მილიონ ნახევრამდე ლარია გათვალისწინებული. სწორედ ეს ააიპია პასუხისმგებელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა დაზიანებები მოაწესრიგოს.

Comments are closed.