“მისი მდგომარეობა კრიტიკულია,” – ჯარისკაცს, რომელსაც მეხმა დაარტყა მკურნალობას თბილისში განაგრძობს

16/06/2023
362
Views

როგორია ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ორფოლოს პოლიგონზე მეხმა დაარტყა? – როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე ჩვენთან საუბარში ამბობს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, იგი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

პირს მეხმა გუშინ დაარტყა, თავდაცვის სამინისტროს ცნობით ჯარისკაცს პირველადი დახმარება ჯერ ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, შემდგომ კი საჭირო გახდა მისი თბილისში გადაყვანა.

უწყების მეირ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პირი საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურია.

მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა სამხედრო პოლიციამ დაიწყო.

ფოტო: ფორმულა

Comments are closed.