მწერალი დათო ტურაშვილი TOK TV -ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.
რატომ არ აქვს წიგნს ალტერნატივა და რატომაა მწერლისთვის ხალხთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი.
მწერლის თქმით განათლებას, სკოლასა და მასწავლებელს, მოზარდის ჩამოყალიბებაში, უდიდესი როლი აქვს.
მწერალმა ევროპული ღირებულებების მქონე საქართველოზე და მეხუთე საუკუნეში დაწერილ ნაწარმოებზე ახალგაზრდებთან ისაუბრა.
საუბარი მწერალთან სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ გუმბათში, სოციალური საწარმო ,, გუმბათის“ ეზოში ღია ცის ქვეშ გაიმართა.
შეხვედრას წალკის სხვადასხვა სოფლებიდან ახალშენიდან, სამებიდან, ხანდოდა, ავრანლოდან, წალკიდან, ბერთადან და ჯენისიდან ესწრებოდნენ.
Tags: დათო ტურაშვილი, წალკა