ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889
პაციენტი რეპატრირებული მესხია და მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს. კლინიკის პრესსამსახურში, სადაც ის მკურნალობას გადის გვეუბნებიან, რომ ამ მიზეზის გამო ქალბატონი სახელმწიფო დაზღვევით ვერ ისარგებლებს და ხარჯების დაფარვა თავად მოუწევს.
ახალციხელი 43 წლის ქალი, რომელსაც ინსულტთან ერთად კორონავირუსი დაუდასტურდა, თბილისში, ბოკერიას სახელობის საავადმყოფოაშია გადაყვანილი. ოჯახის ახლობელი – მილაზიმ მიაზოვი გვეუბნება, რომ უქმე დღეების გამო ექიმების კონსილიუმი ჯერ ვერ შედგა, შესაბამისად არ არის გადაწყვეტილი პაციენტს ოპერაციას გაუკეთებენ, თუ არა.
“უქმე დღეები იყო და ექიმების კონსილიუმი არ შემდგარა შესაბამისად არ ვიცით ოპერაცია ჩაუტარდება თუ ისე განაგრძობს მკურნალობას,” – ამბობს მიაზოვი.
მანამდე პაციენტი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა და რთული ვითარების გამო შეყვანის დღიდან რეფერირებას საჭიროებდა, თუმცა დედაქალაქში ტრანსპორტირება მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც საკითხს მედიის ყურადღება და საზოგადოების გამოხმაურება მოყვა.
ოჯახის წევრები და ახლობლები 4 დღე ეძებდნენ შესაბამის კლინიკას, რომელიც პაციენტის მიღებას შეძლებდა. ის 20 ნოემბერს ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.