როგორ გაურბიან მუნიციპალიტეტები ოკუპაციის დღეს  რუსეთის ხსენებას #ქვემო ქართლი

February 26, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნა. თარიღს ქვემო ქართლის მუნიცპალიტეტების ნაწილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით გამოეხმაურა. ნაწილი- დუმილით.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას  არ გამოხმაურებია წალკის ,გარდაბნის და დმანისის  მუნიციპალიტეტი.

“საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ შენობებთან, საქართველოს დროშა დაეშვა.”-ამ ტექტსით აღნიშნეს ოკუპაციის დღე მარნეულის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებმა. 

“102 წელი  საქართველოს ოკუპაციიდან”- ამით შემოიფარგლა რუსთავის მუნიციპალიტეტი.

რაც შეეხება ბოლნისის  მუნიციპალიტეტს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია,  “1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა.”

თარიღს შემდეგნაირად გამოეხმაურა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია: ” საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი შესრულდა.საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის და რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებთან, საქართველოს დროშა დაეშვა.”