საქართველოში ახალი კორონავირუსით რეინფიცირების სამი შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
“შეიძლება ანტისხეულები გამომუშავდეს და ისინი არ იყვნენ საკმარისი დამცველი პოტენციალით აღჭურვილი… ისევე, როგორც ზოგიერთ კოვიდ გადატანილს დღეს უვითარდება მეტ-ნაკლებად ძლიერი იმუნიტეტი და ზოგს არ უვითარდება”, – ხშირად ამბობენ, რომ აი, [ხელახლა] დამემართა და მერე აღმოჩნდება, რომ სხვა რამ დაემართათ. ხელახალი ინფიცირების დადასტურებული სამი [შემთხვევაა]”, – განმარტავს თენგიზ ცერცვაძე.
რეინფიცირების დადასტურებულ შემთხვევებზე ჩვენ ინფორმაცია სხვადასხვა წყარომ არაერთგზის მოგვაწოდა, თუმცა დაავადებათა კონტროლში ჩვენი არაერთი კითხვის საპასუხოდ ფაქტებს არ დაგვიდასტურებდნენ.
26 ნოემბერს მედიასთან რეინფიცირების შემთხვევები გამორიცხეს ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემაც.
ქართველი ეპიდემიოლოგების გარკვეული ნაწილი აქამდე იზიარებდა მოსაზრებას, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი 1 წლამდე პერიოდით მაინც შეიძლება არსებობდეს.