ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
დღეს კათოლიკური სამყარო შობას აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით რელიგიურ უმცირესობებს დროებითი საშვის აღება შეეძლოთ კათოლიკეთა ნაწილმა შემოთავაზებას “უხერხული” უწოდეს და ამის გამო სადღესასწაულო წირვა ადრე დაიწყეს.
ხიზაბავრა ვარგავის კათოლიკური სამრევლოს წინამძღვარი აკაკი ჭელიძე გვეუბნება, რომ საშობაო ლიტურგიას რამდენიმე საათით ადრე აღავლენენ, რათა მოსახლეობა ე. წ. კომენდანტის საათის დროს სახლებში დაბრუნდნენ.
რაც შეეხება მთავრობის დადგენილებას, ამბობს, რომ მათთვის “უხერხული” მომენტია, რადგან წინასწარ ვერ განსაზღვრავენ ვინ დაესწრება წირვას და ვინ – არა.
შეგახსენებთ, რომ მაია ცქიტიშვილის თქმით, უმცირესობებს რელიგიურ დღესასწაულებზე დასწრება არაოფიციალური კომენდანტის საათის პერიოდში დროებითი საშვის საშუალებით შეეძლებათ.