ფარავნის უღელტეხილზე ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-ე და 105-ე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში თავისუფალია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.