Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

“შსს-ს ქმედებები იყო არაეფექტური, მოუმზადებელი” – საია 5 ივლისის აქციაზე

July 5, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

დღეს თბილისში დაანონსებული “სოლიდარობის მარში” გადაიდო.  მიზეზი მშვიდობიანი მსვლელობის საპირწონედ დილიდან დაწყებული ძალადობრივი აქციაა, რომლის დროსაც ათობით ჟურნალისტი დაშავდა. მედიისთვის მუშაობის ხელისშეშლასთან ერთად, კონტრაქციის წარმომდგენლებმა  დაარბიეს თბილის პრაიდის ოფისი, მოარღვიეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები. აქციაზე ისმოდა ძალადობრივი მოწოდებებიც.

ვიდრე რუსთაველზე მოვლენები დრამატულ ხასიათს შეიძენდა, დილითვე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა რომელშიც აღნიშნა, რომ პროცესებს მიღმა ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს ხედავს. 

რა სისტემური ნაკლოვანებები აჩვენა დღევანდელმა პროცესებმა? კითხვაზე ახალგაზრდა იურისტი ასოციაციის დირექტორი, ნიკა სიმონიშვილი გვპასუხობს.