“ქართული ოცნება” და “ლელო”  – წალკაში შუალედურ არჩევნებში მონაწილე პარტიები და მათი დუმილი 

October 1, 2026

შუალედური არჩევნებზე, რომელიც წალკაში 3 ოქტომბერს გაიმართება, ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ორი პარტიის კანდიდატს შორის მოუწევს.

კანდიდატი პარტია ,,ქართული ოცნებიდან” ნანული ხინიკაძეა, ხოლო ,,ძლიერი საქართველო – ლელო “ – დან ზაზა შანთაძეა.

შუალედურ არჩევნებზე მუნიციპალიტეტების საკრებულოებში მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევენ. როგორია მათი პროგრამა და რას ჰპირდებიან ისინი ამომრჩეველს?

გვსურდა მათი პასუხები ამომრჩევლებს ჩვენი მედიით გაეგოთ, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, ამომრჩევლისთვის ინფორმაციის მიწოდებისაგან ორივე პარტიამ თავი შეიკავა.

,,ქართულ ოცნები“ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს რომ დაგვიკავშირდებოდნენ, როგორც უარის, ისე თანხმობის შემთხვევაში, თუმცა, მათგან პასუხი ამ დრომდე არ გვაქვს.

რაც შეეხება ,,ძლიერი საქართველო ლელოს“ პასუხს, ასევე დაგვპირდნენ დაკავშირებას. ამ დრომდე არც მათგან გვაქვს პასუხი.

წალკაში ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში  N 25  ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 21 სექტემბრის მონაცემებით 1011 შეადგენს. 

სად ჩატარდება არჩევნები: 

სოფელი იმერის საჯარო სკოლა;

სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლა; 

სოფელი ლივადის რიტუალების სახლი

 სოფელ ბარეთის რიტუალების სახლი

მათგან კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით  საბეჭისში, იმერასა და ბარეთში ჩატარდება. 

ამავე თემაზე :https://toktv.ge/uncategorized/%e1%83%a8%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%99/

Tags: , ,