„იმისთვის, რაც გიყვარს, დროს ყოველთვის გამონახავ“- თომა ხმალაძე

October 1, 2026

🎶 ვაგრძელებთ ახალციხელი ახალგაზრდა შემსრულებლების გაცნობას, რომლებსაც პროექტ „ურბანული ხმების“ ფარგლებში ჩვენს აუდიტორიას ეტაპობრივად წარვუდგენთ.

თომა ხმალაძე – 17 წლის, “String Wave”-ის წევრი, სოლისტი, გიტარაზე უკვე 3 წელია უკრავს და მისი ოცნებაა ბენდთან ერთად მსოფლიო შემოიაროს.

“თავიდან გიტარა საერთოდ არ მხიბლავდა და მშობლის სურვილით მოვედი. ვფიქრობდი, დრო არ მექნებოდა, თუმცა პირველივე დღიდან ისე შემიყვარდა, რომ მივხვდი იმისთვის, რაც გიყვარს, დროს ყოველთვის გამონახავ. თავიდან არც შესაშური სმენა მქონდა და არც რიტმის შეგრძნება, მაგრამ მონდომებით ყველაფერი მიღწევადია.“

მისი და მისი თანაგუნდელების მოსმენა 14 ნოემბერს, ახალციხეში, „დარანში“ შეგეძლებათ, სადაც ადგილობრივი გიტარის ჯგუფი String Wave დაუკრავს.

„ურბანული ხმები“ სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდისა და ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის საერთო პროექტია, რომელიც 13 და 14 ნოემბერს ახალციხეში გაიმართება.

📍 13 ნოემბერი – Asea Sool ლაივ კონცერტი და მუსიკალური მასტერკლასი

📍 14 ნოემბერი – String Wave ლაივ შესრულება

მოგვყევით, რადგან ეს მხოლოდ დასაწყისია და მალე სერიის სხვა ახალგაზრდა შემსრულებლებსაც გაგაცნობთ 💛