2024 წლის სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო JRC-მ მიიღო – EAP

November 20, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო. მას, ჟურნალისტიკის რესურსცენტრს, აღმოსავლეთ პარტნიორობის 1200 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია გადასცემს. დაჯილდოება ავსტრიაში, ვენაში გაიმართა.

“სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო” (Civil Society Award) 2018 წელს, 1 200-ზე მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის საზოგადოების ორგანიზაციამ დააარსა და მისი მიზანი სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერაა, რომლებიც ემსახურებიან ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებას, მათი ქვეყნების

პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას და მოსახლეობის მხარდაჭერას. 

ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა ჯილდო ე.წ “რუსული კანონის” წინააღმდეგ ბრძოლისათვის, საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი მედიისთვის დაცვისთვის მიიღო. 

სამოქალაქო საზოგადოების ჯილდოს მფლობელები სხვადასხვა დროს იყვნენ:  

• 2018 – დავით პეტროსიანი (სომხეთი)
• 2019 – Promo-LEX (მოლდოვა)
• 2020 – ბელორუსის სამოქალაქო საზოგადოება (ბელორუსი)
• 2022 – უკრაინის სამოქალაქო საზოგადოება (უკრაინა)
• 2023 – ბელორუსის ჟურნალისტთა ასოციაცია (ბელორუსი) 
• 2024 – ჟურნალისტიკის რესურსების ცენტრი (საქართველო)

„პროპაგანდას მხოლოდ ძლიერი ადგილობრივი ჟურნალისტიკის საშუალებით შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ. გასული თვის არჩევნებმა საქართველოში მკაფიოდ აჩვენა, ავტორიტარიზმისაგან დასაცავად პრესის თავისუფლების აუცილებლობა. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, სადაც მედიას აკონტროლებენ რუსული პროპაგანდით გამსჭვალული ოლიგარქები. ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ერთად მუშაობენ, შეუძლიათ ცვლილებების მოტანა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებასა და დემოკრატიის მხარდასაჭერად“, – ნათია კუპრაშვილი, JRC-ს თავმჯდომარე.

“ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” 2009 წელს, ჟურნალისტმა ნათია კუპრაშვილმა რამდენიმე დამოუკიდებელ ჟურნალისტთან ერთად დააფუძნა. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება დეზინფორმაციასთან ბრძოლა, დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერაა და რეგიონული მედიის გაძლიერებაა. 

JRC-ს მიერ არის დაფუძნებული ჩვენი ტელეკომპანია TOK TV და მობილური აპლიკაცია Fact or Fake.