600 ათასზე მეტი სვირში, სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაციისთვის — ახალციხე

13/03/2023
85
Views

ახალციხის სოფელ სვირში, სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაციისთვის 600 ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება, ამისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა, — ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ, რომელიც სახელმწიფო შესყიდვას მიიღებს, 4 თვის განმავლობაში უნდა ჩაუტაროს წყლის სისტემას რეაბილიტაცია და მილის დაზიანებული ნაწილი, ახალი ფოლადის მილებით ჩაანაცვლოს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, თანხის ნაწილი, მთის ფონდიდან ხოლო ნაწილი — ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

მათივე ცნობით, სასმელი წყლის მაგისტრალის მილსადენის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება, «მოსახლეობის მოთხოვნის და არსებული საჭიროებების მიხედვით მიიღეს.»

წინადადებების მიღება 17-22 მარტს იწარმოებს.

Comments are closed.