საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ადმინისტრაციაში – IDFI

March 13, 2023

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, 2022 წელს, 12 გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან, IDFI-მ 7-ზე სრული პასუხი მიიღო, ოთხზე – არასრულყოფილი, ხოლო ერთი უპასუხოდ დატოვა – კვლევას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ავრცელებს.

ორგანიზაცია ადმინისტრაციისგან სხვადასხვა ადმინისტრაციულ ხარჯებს და საკადრო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას ოთხოვდა. 

ცნობისთვის, IDFI-ს 2021 წელს ჩატარებული იგივე კვლევის მიხედვით, სამხარეო ადმინისტრაცია ინფორმაციის ხელმისაწვდომობით ბოლო ადგილზე იყო, ახლა კი მეორე ადგილზეა.  

IDFI-მ გასულ წელს, საჯარო ინფორმაცია ცხრავე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა, რომელთაგან 3-მა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.

რატომ დატოვა უპასუხოდ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ არასამთავრობო ორგანიზაციის შეკითხვები? – სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ინფორმაციის დაზუსტებას დაგვპირდნენ, მასალა შესაბამისად განახლდება.