9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტში 9 აპრილის მემორიალი ტიტებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებმა, მხარის გუბერნატორმა და მოქალაქეებმა შეამკეს.
1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა დაარბიეს. დაიღუა 21 ადამიანი, პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი უცნობი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.