COVID-19-ის ახალი შემთხვევა: ახალციხე -2 ; ახალქალაქი – 1 – სამხარეო ადმინისტრაცია

October 13, 2020

ოფიციალური ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის კიდევ 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა: 2 – ახალციხეში და 1 – ახალქალაქში. ამ დროისთვის რეგიონში კოვიდინფიცირებული – 58 პირია, რომელთაგან – 9 გამოჯანმრთელებულია, – ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე გვიდასტურებს.

მიქელაძე გვეუბნება, რომ მიმდინარეობს წყაროს მოკვლევა. “გუშინ გვიან ღამით მოვიდა პასუხები, დილიდან ეპიდემიოლოგების მიერ მიმდინარეობს წყაროს და კონტაქტების მოკვლევა.”

მისივე თქმით, ახალციხეში დაფიქსირებული 2 შემთხვევიდან ერთი – ექიმია.

ექიმის ინფიცირების შესახებ ჩვენ გუშინ კლინიკა “ევექსის” დირექტორმა რევაზ კუჭუხიძემ დაგვიდასტურა.

ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 12 841 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან 6 867 გამოჯანმრთელებული და 102 გარდაცვლილია.

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889