ახალციხეში არკვევენ ექიმს COVID-19 დაუდასტურდა თუ არა

October 12, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხეში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა. რევაზ კუჭუხიძემ დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ პირი კლინიკაში ორი კვირაა არ ყოფილა.

“რეანიმატოლოგი არის, ორ კლინიკაში მუშაობს, დაახლოებით ორი კვირაა ჩვენს კლინიკაში არ ყოფილა. დღეს მოვიდა. ტესტი ჰქონდა გაკეთებული და კოვიდდადებითი აჩვენა,” – გვითხრა კუჭუხიძემ.

მისივე თქმით, პირი უკვე გადაყვანილია შესაბამის განყოფილებაში.

კოვიდინფიცირების ფაქტის შესახებ ინფორმაციას ვერ გვიდასტურებენ კლინიკა “იმედში” და ამბობენ, რომ ჯერ ამის შესახებ ზუსტი ცნობა არ აქვთ.

“ვერ გეტყვით ზუსტად დაუდასტურდა თუ არა. ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს,” – გვითხრა კლინიკურმა მენეჯერმა, მზია კაკოშვილმა.

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით სამცხე-ჯავახეთში 56 შემთხვევაა გამოვლენილი.