აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულების სამდღიანი გაფიცვა დასრულდა. როგორც დასაქმებულები გვეუბნებიან, კომპანიის მენეჯმენტთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ პრობლემებს გამოასწორებენ დასაქმებულების მოთხოვნის მიხედვით.
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულებთა ნაწილი უკვე მეორედ გაიფიცა
მათივე თქმით, გათავისუფლებული 6 თანამშრომლის “სამსახურში აღდგენის საკითხი განხილვაშია” და მალე მათ “ოფიციალურად დააბრუნებენ”.
კომპანია “მაქრო კონსტრაქშენში” გვეუბნებიან, რომ კომენტარს ჩვენთან მოგვიანებით გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულები ჯერ თებერვალში, ხოლო შემდეგ 4 ივლისს გაიფიცა. მათ მოთხოვნებს შორის იყო გათავისუფლებული 6 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და შრომითი პირობების გაუმჯობესება.