სოფელ ფარეხასთან გზა შეკეთებიდან 5 თვის შემდეგ დაზიანდა – ახალციხე

July 7, 2022

ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ფარეხასთან, ხიდის მიმდებარე  გზის მონაკვეთი კვლავ დაზიანდა. მას დროებითი რეაბილიტაცია თებერვალში ჩაუტარდა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მანქანები დიდი სისწრაფით გადაადგილდებიან, დაზიანებული გზა კი ავარიის საფრთხეს ქმნის.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვეუბნებიან, აღნიშნული ტერიტორია მეწყრულია, შესაბამისად ეტაპობრივად ზიანდება და პერიოდულად აკეთებენ ხოლმე.მათივე ინფორმაციით, იგეგმება გზის დროებით შეკეთება და აგვისტოში კი კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყება. 

რა უჯდება ბიუჯეტს  თითოეულ დროებით შეკეთება და რა თანხაა გამოყოფილი კაპიტალური რეაბილიტაციისთვის? დეპარტამენტიდან ინფორმაცია ვერ მივიღეთ. ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.