ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ამხერში საბავშვო აქტრაქციონის მოწყობა იგეგმება

September 8, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ამხერში საბავშვო აქტრაქციონის მოწყობის სამუშაოებისთვის ადიგენის მერიამ ტენდერი 26 ათას ლარზე გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 16 სექტემბერს იწყება და 19 სექტემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 დღეში უნდა განახორციელოს.

სატენდერო Დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ’’ 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით განხორციელდება.

როგორც ადიგენის მერი გვეუბნება, საბავშვო ატრაქციონის მოწყობა ასევე იგეგმება სოფელ პატარა ზანავში და დაბა აბასთუმანში, აღობილში.

მერი ამბობს, რომ თუკი მიმდინარე წელს დაბა ადიგენში მდებარე ძველი კულტურის სახლის დემონტაჟი მოესწრება, მის ადგილას საბავშვო ატრაქციონი გაკეთდება.