წალკის მერია სოფელ ახალშენში და სამებაში რიტუალების სახლის სახურავის რეაბილიტაციას გეგმავს

September 9, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალშენში და სოფ. სამებაში  თოვლის შედეგად დაზიანებული რიტუალების სახლების სახურავის რეაბილიტაცია იგეგმება,-ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზეა განთავსებული.

აღნიშნული სამუშაოებისთვის წალკის მერია 36 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავს. თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

სატენდერო განაცხადების მიღება 23 სექტემბერს დაიწყება და 28 სექტმებრს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან, მიმდინარე წელს, 30 ნოემბრის ჩათვლით  უნდა განახორციელოს.