ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ირწმუნება, რომ მათ ავტომობილებში ავზის ტევადობაზე მეტი საწვავი არ ჩაუსხამთ, – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური ორგანო, აუდიტის დასკვნის საპასუხოდ, ჩვენს მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხად გვაწვდის.
საპირისპიროს ამბობს აუდიტი. მისი ახალი დასკვნის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ავტომობილებში 40-ჯერ ჩაასხეს იმაზე მეტი საწვავი, ვიდრე ამას ავზი იტევს, მათ შორის დროის მცირე ინტერვალში.
რამდენს წვავს ახალციხე? – აუდიტის დასკვნა
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აუდიტი ავტომობილების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებზე საუბრობს. მაგალითად, იგივე შემთხვევა დააფიქსირეს 2021 წელსაც.
აუდიტის ცნობით, ახალციხის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ბორჯომის, დმანისის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების საქმიანობის ანგარიშები პროკურატურაში გადაგზავნეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტმა ბოლო ორ წელში 150 000 ლიტრზე მეტი საწვავი გამოიყენა
დაიწყო თუ არა გამოძიება და რა მუხლით? – საქართველოს პროკურატურიდან ინფორმაციის მიღებას 8 თებერვლიდან ველოდებით, თუმცა უწყებაში პასუხი ამ დრომდე არ აქვთ.