ავტორი: მირანდა ფუტკარაია
Წალკაში, სოფელ არ-სარვანში მუნიციპალური ავტობუსი დაინიშნა. რეისების შესრულება 3 დღის წინ დაიწყო. ავტობუსისთვის ახალი საბურავების შეძენის მიზნით მერიამ 2 300 ლარი გამოყო. ინფორმაცია შპს წალკის ავტოსერვისში დაგვიდასტურეს.
Ეს იმ ავტობუსთაგან ერთ-ერთია, რომელიც წლის დასაწყისში წალკას რუსთავმა გადასცა.
Არ-სარვანის მიმართულებაზე დანიშნული ავტობუსისთვის საბურავების შესაძენად შპს წალკის მუნიციპალიტეტის ავტოსერვისმა ტენდერი მიმდინარე წლის 20 აპრილს გამოაცხდა, თუმცა მასში იმ მომენტისთვის არავის მიუღია მონაწილეობა.
Განმეორებითი ტენდერი წალკის მერიამ 3 მაიისს გამოაცხადა და მასში ერთადერთი პრეტენდენტი შპს თეგეტა რითეილი ჩაერთო. გამარჯვებულიც სწორედ ის გახდა. მან ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.
Შესყიდვის ღირებულება 2`340.00 ლარს შეადგენს.