ასპინძაში მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს

December 30, 2021

ასპინძის სოფელ აწყვიტაში მამაკაცი მოკლეს, – ინფორმაციას შსს-ში გვიდასტურებენ. უწყება ფაქტს განზრახ მკვლელობით მუხლით იძიებს.

სასამართლო ექსპერტის, დავით მერაბიშვილის თქმით, ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ მას ცივი იარაღით, ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ერთი ბარძაყის და მეორე გულ-მკერდის არეში, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

შსს-ში გამოძიება სსკ-ს 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთის შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით ისჯება.