ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია რამდენიმე სოფელში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის გეგმავს. სოფელ კოთელიაში მინდვრებში მისასვლელი გზების რეაბილიტაციას და ხიდების მოწყობას, მერენიაში მილხიდების და სოფელ ბარალეთში ფანჩატურის მოწყობას, რომლისთვისაც ტენდერი 39 500 – ლარამდე თანხაზეა გამოცხადებული.
დოკუმენტის მიხედვით, კოთელიაში არსებული სამუშაოებისთვის 7 311 ლარის გამოყოფას გეგმავს, ხოლო მერენიასთვის და ბარალეთისთვის – 16 000 – 16 000 ლარის.
მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ აღნიშნული სამუშაოებისთვის თანხა , “სოფელის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოიყო. მერიაში ამბობენ, რომ საჭიროებები ადგილობრივებმა, პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დაასახელეს.
კონკურსში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა, შპს არო-მ მიიღო და სამუშაოებისთვის მერიას 38 600 ლარამდე თანხა შესთავაზა. დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარეობს შერჩევა-შეფასებითი პროცესი.
რაც შეეხება კომპანიას, შპს არო-ს, ტენდერების მონიტორის მიხედვით, კომპანია ახალქალაქშია დაფუძნებული, მან 32 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 18-ში გაიმარჯვა.