“ეს წალკაა” – ფესტივალი წალკაში

October 4, 2022

თუ წალკაში წასვლას და მისი მრავალფეროვანი გარემოს მონახულებას გადაწყვეტთ, შეეცადეთ 8 ოქტომბერს დაამთხვიოთ, რადგან სწორედ ამ დღეს თქვენ იქ ფესტივალი “ეს წალკაა” დაგხვდებათ.

შესაძლებლობა გექნებათ ადგილზე დააგემოვნოთ ადგილობრივი პროდუქტი, მიიღოთ მონაწილეობა კულინარიულ მასტერკლასებში,

დაათვალიეროთ ადგილობრივი ფერმერების პროდუქცია და ახალგაზრდების ნახატები და რაც მთავარია, მოინახულოთ უნიკალური წალკის კანიონი.

ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ია, რომელსაც ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის მენეჯერის, მელანო ტყაბლაძის თქმით, ღონისძიების მიზანია წალკის მუნიციპალიტეტის ტურისტული, სამეწარმეო, სოციალური და ეკონომიკური პოტენციალის პოპულარიზაცია და პროექტის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ გამოცდილების გაზიარება.

ფესტივალი გაიმართება 8 ოქტომბერს, 13:30 საათიდან, ქალაქ წალკაში.