ახალქალაქში მიუსაფარი ძაღლი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია, Jnews წერს.
როგორც ადგილობრივები გამოცემასთან საუბრობენ, მათ გასროლის ხმა, 28 აგვისტოს 22:00–23:00 საათის შუალედში გაიგეს. გარეთ გასულებს კი ერთ ძაღლი მკვდარი დახვდათ, მეორე – დაჭრილი.
ფაქტს არ ადასტურებენ ახალქალაქის მერიაში. ამასთან უწყებაში გვეუბნებიან, რომ თუ მსგავსი შემთხვევა მოხდა მოქალაქემ შსს-ს უნდა მიმართოს.
Jnews-ის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ მათ ფაქტის ამსახველი ფოტოებიც აქვთ, თუმცა სენსიტიური გამოსახულების გამო გადაწყვიტეს არ გამოუქვეყნებიათ.
დაიწყო თუ არა გამოძიება მომხდართან დაკავშირებით და რა მუხლით? ჩვენი რედაქცია შსს-სგან ინფორმაციის მიღებას ელოდება.