წალკაში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება

September 1, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

წალკის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება, ამის შესახებ ინფორმაციას  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს .შეხვედრა 5  სექტემბერს, 13:00 საათზე, კოსტავას ქუჩაზე სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

ინფორმაციის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მოქალაქეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, კონსულტაციას გაუწევენ და სპეციალურ პორტალზე (slr.napr.gov.ge) რეგისტრაციაში დაეხმარებიან.

დავინტერესდით წალკის მუნიციპალიტეტში რამდენი ჰექტარი მიწაა დაურეგისტრირებელი. მერიაში გვითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. საჯარო რეესტრში კი მონაცემების საჯარო წესით მოთხოვა გვირჩიეს.

გეგმის მუხედვით, შეხვედრა ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში გაიმართება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, მილიონ 200 ათასი ჰექტარი მიწა კვლავ დაურეგისტრირებელია. რეგისტრაციის პროგრამა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დაიწყო და 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება..