ფერმერობა ევროპაში და საქართველოში – შეხვედრა კოხტაში – ანონსი

September 2, 2022

თუ ცხოვრობ წალკის მუნიციპალიტეტში და გაინტერესებს სოფლის მეურნეობა, ხარ ფერმერი ან გინდა შენი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანო და არ იცი როგორ

ასევე, თუ გაინტერესებს რა პროექტებს ახორციელებს ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის გასაძლიერებლად და როგორ ჩაერთო შენც

TOK TV ამ კითხვებზე პასუხების მიღების საშუალებას გაძლევთ

04 სექტემბერს, 16:00 საათზე, სოფელ კოხტას სკოლის ეზოში გაიმართება შეხვედრა პროექტის ფარგლებში “საუბრები წყაროსთან”

გამოცდილი ფერმერი, ბექა გონაშვილი მოგაწვდით მნიშვნელოვან ინფორმაციას ყველა ზემოთ მოყვანილ საკითხზე.

აუცილებლად გვეწვიეთ

“საუბრები წყაროსთან” გახლავთ „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ახორციელებს TOK TV. პროექტის მიზანია, კონსტრუქციული, სიღრმისეული, მულტიპლატფორმული მიდგომით, ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში (წალკა, ადიგენი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი) ულტრა-მემარჯვენე რადიკალური განწყობების შემცირებას და დასავლეთის და ევროინტეგრაციის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებას.