წალკის მუნიციპალიტეტის სოფლების: ახალშენის, ბეშთაშენის, კუშის და ოზნის საჯარო სკოლების გათბობის სისტემების მოწყობა იგეგმება – სამუშაოებისთვის ტენდერი 14 სექტემბერს გამოცხადდა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და შესყიდვის სავარაუდო თანხა 142 208 ლარია. წინადადებების მიღება დასრულებულია და თუ ვინ გახდება გამარჯვებული, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ოთხივე სკოლაში დაგეგმილია გათბობის სისტემების რეაბილიტაცია, რაც ძირითადად მოიცავს:
მყარი საწვავის ქვაბების შეცვლა -დემონტაჟს. მათ ნაცვლად გაზზე მომუშავე ახალი ცენტრალური გათბობის ქვაბების მონტაჟს და გათბობის სისტემის ძირითადი ელემენტების განახლებას.

დოკუმენტის მიხედვით, ინდივიდუალური თავისებურებების მიხედვით, სკოლებს ასევე ემატებათ დამატებითი შესაბამისი სამუშაოები.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ დღეში უნდა დაიწყოს და 2026 წლის 30 ნომებრის ჩათვლით უნდა დაასრულოს.
წალკის მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ხომ არ შეიქმნება აღნიშნულ სკოლებში გათბობასთან დაკავშირებული პრობლემა და მოასწრებს თუ არა გამარჯვებული კომპანია, ა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას?

რა საშუალებით თბება წალკის საჯარო სკოლები და რამდენ საჯარო სკოლას ჩაუტარდა გათბობის სისტემის რეაბილიტაცია ან ტარდება მიმდინარე წელს?
ინფორმაციას, წალკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან ველოდებით.
რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს და ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
ფოტო: სატენდერო დოკუმენტაციიდან
Tags: გათბობის სისტემა, საჯარო სკოლა, წალკა