ახალციხეში 6 წლის ჩათვლით ბავშვებს ტყვიაზე უფასოდ გამოიკვლევენ, ხოლო 6 წლის ზემოთ ბავშვებისთვის ანალიზების საფასური 90 ლარია, – ინფორმაციას ეკატერინე ფოცხვერაშვილის ლაბორატორია ავრცელებს. სწორედ ამ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი ტყვიის ანალიზის უფასოდ გაკეთება.
მომსახურების მიღება ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს დღის მეორე ნახევარშია შესაძლებელი, ხოლო კვირის გარდა, დანარჩენ დღეებში დილით. კვლევა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება.
Ამ მიმართულებით რეგიონში ჩატარდა თუ არა გამოკვლევები და როგორი იყო შედეგი – ამის შესახებ განახლებულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კომუნიკაციის შემდეგ შემოგთავაზებთ.