ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალციხეში ყაზბეგის ქუჩაზე დაზიანებული მილხიდის და გზის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც ჯამში 900 ათას ლარამდე გამოყოფა იგეგმება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.
დოკუმენტის მიხედვით, თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა.
ყაზბეგის ქუჩაზე, აღნიშნულ ლოკაციაზე დაზიანებული მილხიდის შესახებ ჩვენ უკვე მესამე წელია ვმუშაობთ, ადგილობრივები კი 10 წელზე მეტია პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი გვეუბნება, 2020 წელს, დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის მეირ გაცემული დაპირება შესაძლოა სამი წლის შემდეგ შესრულდეს.
ამ ეტაპზე ტენდერი გამოცხადებული არ არის.
გარდა ამისა, საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა ფონდიდან დასაფინანსებელ სხვა პროექტებსაც დაუჭირეს მხარი, ესენია: ახალციხის სოფელ ურაველში ჯვარიძეების და ეკლესიის უბანში მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, ჯამში 400 ათას ლარამდე ღირებულების და სოფელ სვირის სასმელი წყლის რეაბილიტაცია, 600 ათას ლარზე მეტი ღირებულების.