“ვაპირებთ ფარავნის და თრიალას ტბების განვითარებას”-ირაკლი ღარიბაშილი

December 27, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

Მთავრობა ფარავნის და თრიალას ტბები განვითრებაზე საუბრობს, პრემიერ-მინისტრის თქმით, სხვა რამდენიმე ტბასთან ერთად, სამცხე-ჯავახეთში მდებარე ამ ბუნებრივი წყალსატევის განვითარება 2023 წლისთვის იგეგმება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის 2022 წლის ანგარიშის წარდგენინას გახდა ცნობილი.

“ ამ მიმათულებით საინტერესო შემოთავაზება გვექნება ბიზნესისთვის”-განაცხდა ირაკლი ღრიბაშილმა.

კონკრეტულად რა პროექტები განხორციელდება, ამის შესახებ პრემიერს არ უსაუბრია. 

“ვამუშვებთ რამდენიმე კონკრეტული ლოკაციიის განვითრებას. მოგეხსენებათ,  ჩვენი ქვეყანა მდიდარია ტბებით და წყალსაცავებით. შეირჩა კონკრეტული ლოკაციები. ეს არის თრიალას ტბა,  ნადარბაზევის ტბა, იდუმალი ტბა, ლაკბეს წყალსაცავი, ფარავანის ტბა,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა. 

ფარავნის ტბა ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე მდებარეობს. 

თრიალას ტბები კი ადიგენის მუნიციპალიტეტშია, მთა თლილის ჩრდილოეთ ფერდობზე,ზღვის დონიდან 1600 მეტრზე.

პრემიერის განცხადებით, ასევე იგეგმება, ფოკა – ბოდბეს ქრისტიანული პილიგრიმების მარშუტი, რომლის სიგრძე 540 კილომეტრი იქნება.