ახალციხე-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე, კერძოდ ანგისა და კურორტი გოდერძის ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის არის შესაძლებელი, – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, თოვის, ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, გზის ზემოთაღნიშნულ მონაკვეთზე სხვა ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალულია.
აქვე გეტყვით, რომ ახალციხე-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე, დილის მონაცემებით, აკრძალული იყო ყველა სახის ტრანსპორტით გადაადგილება.