ახალციხის აუზის 7 წლიანი ისტორია

September 4, 2025

ახალციხის აუზი, რომლის მშენებლობა 2018 წელს დაანონსდა და არაერთი ცვლილების შემდეგ წელს, მაისში უნდა დასრულებულიყო ჯერ კვლავაც არ გახსნილა.

მასზე “იმედის” ეთერში ახალციხის მერობის კანდიდატმა, ვარლამ წიკლაურმა, წარმატებით განხორციელებული პროექტების ჩამოთვლისას ისაუბრა.

ამ რეპორტაჟში ჩვენ აუზის 7 წლიან ისტორიას მოგითხრობთ

ტექსტი:

აქ ის აუზი უნდა იყოს, რომელიც 2018 წელს დაანონსდა, არაერთი ცვლილების შემდეგ მაისში უნდა დასრულებულიყო და რომლითაც ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ახალციხეში ვარლამ წიკლაური იმედი ეთერში სიამაყით საუბრობდა. ობიექტი ახალციხის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” ქალაქში ბოლო წლებში აგებულ ინფრატქრუტურულ ობიექტებს შორის დაასახელა. ამ რეპორტაჟში ჩვენ აუზის 7 წლიან ისტორიას მოგითხობთ.

ობიექტის მშენებელობა 2018 წელს დაანონსდა, 2021 წელს კი პროცესი ტენდერში გამარჯვებულმა ჩინურმა კომპანიამ დაიწყო, ბიუჯეტიდან 3 მილიონზე მეტი აიღო და ქართული ბაზრიდან ისე გავიდა, რომ ობიექტი სანახევროდაც არ ააშენა. ამის შემდეგ ახალციხის სპორტული კომპლექსის მშენებლობა “ქართული ოცნების” შემწიურველმა კომპანიამ გააგრძელა, ვადები მას შემდეგ არერთგზის გახანგრძლივდა და აუზი, რომელიც 2023 წელს უნდა დასრულებულიყო ჯერ კიდევ არ გახსნილა.

”აუზი”

რა ხდება? – დავიწყოთ თავიდან

2021 წელი

ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება. ადგილზე ჩამოვიდნენ ჩინური კომპანია “ნანთონ სანძიენ საქართველოს” წარმომადგენლები. პროექტის მიხედვით, საცურაო აუზის და სპორტ კომპლექსის მშენებლობა 12  მილიონამდე ლარად იგეგმებოდა და სამუშაოები წესით 2022 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო. 

12 მილიონ ლარამდე აუზისთვის და სპორტული კომპლექსისთვის – ახალციხე

თუმცა, მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში პროცესი შეწყდა და კომპანია ქვეყნიდან გავიდა. იმ დროს კომპანიას სამუშაოების ნაწილი შესრულებული ჰქონდა და თანხის 29% გახარჯული. 2022 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა და თანხის 15% უკან დააბრუნებინეს. ფონდში თავს დაზარალებულად არ მიიჩნევდნენ და ამბობდნენ, რომ ჯარიმების სახით დაბრუნებული თანხა და უკვე შესრულებული სამუშაო ამხარჯს შეესატყვისებოდა.

ახალციხეში აუზის მშენებლობა შეჩერებულია

თავს დაზარალებულად არ მივიჩნევთ-მგფ შეწყვეტილ ორ 11 მილიონიან პროექტზე

2022 წელი

აუზის მშენებლობა ახალი ტენდერის გამოცხადებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში შეჩერებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ კომპანიას სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებული ჰქონდა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 2022 წელს ტენდერი თითქმისიგივე თანხაზე, 11 300 000-მდე ლარზე გამოაცხადა. 

დაახლოებით იგივე თანხით და იმავე ვადებში – მგფ აუზის კომპლექსისთვის ახალ ტენდერს აცხადებს

კონკურსში მონაწილეობა, სხვადასხვა დროს “ქართული ოცნების” და ერთიანი ნაციონალურიმოძრაობის შემწირველმა კომპანიამ მიიღო. შპს “არალი” ერთადერთიი პრეტენდენტი იყო, ხელშეკრულება მასთან 2022 წლის  დეკემბერში გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად სამუშაოები მისი ხელმოწერიდან 13 თვეში, 2023 წლის ნოემბერში უდნა დასრულებულიყო.

ახალციხეში აუზის მშენებლობას “ოცნების” შემწირველი კომპანია დაასრულებს – ტენდერი  

კომპელქსის მშენებლობა 2023 წელს განახლდა, თუმცა ვადების დარღვევით მიმდიანრეობდა. კერძოდ: ხელშეკრულებაში პირველი ცვლილების შემდეგ, სამუშაოების შესრულების თანხა 14 000 000 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო დასრულების ვადად 2025 წლის პირველი მაისიგანისაზღვრა. ხელშეკრულებაში ჯამში 7 სხვადასხვა სახის ცვლილება შევიდა.

შედეგად ტენდერი თავდაპირველად განსაზღვრული თანხიდან თითქმის 8 მილიონით გაიზარდა. ანუ დაახლოებით 11 მილიონის ნაცვლად თანხა თითქმის 19 მილიონამდეა გაზრდილი.

რატომ? – მუნიციპალური განვითარების ფინდში გვეუბნებიან, რომ ინფორმაცია საჯარო წესით უდნა გამოვითხოვოთ. ჩვენ უწყებას წერილი უკვე გავუგზავნეთ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გევრდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, აუზის დასპორტული კომპლექსის მშენებლობა წესით დასრულებული უნდა იყოს, რა ხდება ახლა? 

2025 წელი

შპს “არალში” გვეუბნებიან, რომ სამუშაოები დასრულებულია და ელოდებიან გახსნას. იგიბვეს გვეუბნებიან მუნიციპალური განვითარების ფონდშიც.