ახალციხის მერია 8 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის ყიდვას გეგმავს, – ინფორმაცია “სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს” ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კამერებთან ერთად იგეგმება კავშირის წერტილის და უწყვეტი კვების სისტემის ყიდვაც. ასევე, გათვალისწინებულია 1,5 წლის განმავლობაში ტექნიკური მომსახურება და მონიტორინგი.
ჯამში ზემოაღნიშულისთვის 60 000-მდე ლარის გამოყოფა იგეგმება.
წინადადებების მიღება 13-15 სექტემბერს იწარმოებს.
აქვე გეტყვით, რომ 2023 წელს, ახალციხის მერიამ სამეთვალყურეო კამერები 650 000 ლარად იყიდა. როგორც მერიაში განმარტეს, კამერების დამონტაჟების მიზანი, ქალაქში ვანდალური ფაქტების პრევენციაა.
ახალციხეში სამეთვალყურეო ვიდეო კამერები დამონტაჟდა
თუმცა, ამის მიუხედავად, სოციალურ ქსელში, მათ შორის ახალციხის მერიის მიერ, ვრცელდება ვანდალური ფაქტების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები.
2023 წლიდან დღემდე გამოავლინეს თუ არა კამერების საშუალებით ვანდალიზმის შემთხვევები და როგორი იყო რეაგირება? – მერიიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით.