ბაკურიანში ზვავი ჩამოწვა და სავარაუდოდ ერთი პირი მოიყოლა, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები – ინფორმაციას “საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.
ამავე წყაროს ცნობით, სამძებრო პროცესში, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად, ჩაერთო ვერტმფრენიც.
დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.