გარდაბნის მერიას ძველი  ლიფტებით ახლით ჩანაცვლება ბიუჯეტიდან 1 050 000 ლარი დაუჯდა.

March 28, 2024

გარდაბანის მუნიციპალიტეტში ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტი დასრულდა. მწყობრიდან გამოსული 21  ლიფტი,ახალი თანამედროვე ლიფტით შეიცვალა, რაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და 1 050 000 დაჯდა.

ძველი ამორტიზებული ლიფტების შესახებ tok.tv ის რედაქციამ რამდენიმე სიუჟეტი მოამზადა.

მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან პრობლემის მოგვარებას.  

ჩვენი რედაქცია, მოსახლეობის თხოვნით, მუშაობდა თემაზე, გვაინტერესებდა როდის იყო შესაძლებელი მწყობრიდან გამოსული ლიფტების ახლით ჩანაცვლება და რას აპირებდა მუნიციპალიტეტი. თუცა, ადგილობრივი ხელისუფლება ამ თემაზე არც კომენტარს და არც წერილობით პასუხს არ გვაძლევდა.  ვერ მივიღეთ ასევე  საჯარო ინფორმაციაც.

,,აღსანიშნავია, რომ ქალაქ გარდაბნისა და კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტი გასული წლის ნოემბერის თვეში დაიწყო და შემსრულებელმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ვადაზე ადრე დაასრულა.  ჯამში 21 ერთეული, მწყობრიდან გამოსული ლიფტი ჩანაცვლდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ელექტრონული ლიფტებით.

ვკითხოლობთ ინფორმაციაში, რომელიც გარდაბნის მერიამ tok.tv ის რედაქციას ელექტრონულად, პროექტის  დასრულების შემდეგ მიაწოდა.  

ფოტო: გარდაბნის მერია

Tags: ,