ჩაკეტილი ფარავნის უღელტეხილი – რა ხდება გზებზე

March 28, 2024

ფარავნის უღელტეხილზე (კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდა) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მიზეზი, ქარბუქი, ნამქერი და შეზღუდული ხილვადობაა – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეტაპრტამენტი ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით, შეზღუდვებია ფარავანი-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზეც, სადაც მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 22 ადამიანზე მეტი ტევადობის სამარშუტო ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეზღუდულია.

ზემოთხსენებულ ტერიტორიაზე დანარჩენი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება დასაშვებია.

ავე გეტყვით, რომ ფარავანი-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილებისთვის გადაადგილების შეზღუდვა გუშინ მოიხსნა.