ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზაზე, კერძოდ ანდეზიტი-ღადოლარის მიმდებარედ, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, მიზეზი დიდთოვლობაა, – ამის შესახებ ინფორმაციას “საავტომობილო გზების დეპარტამენტი” ავრცელებს.
აქვე გეტყვით, რომ “გარემოს ეროვნული სააგენტოს” ცნობით, დღეიდან, 22 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ძლიერი ქარი, ქარბუქი.
“შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი,” – ნათქვამია განცხადებაში.